კუბა – ფეხბურთელი საოცარი ცხოვრებით

იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ყველა დროის საუკეთესო პოლონელი ფეხბურთელი არა, მაგრამ უდავოდ გამორჩეული პიროვნებაა. 

ცნობილია, რომ 33 წლის „კუბა“ (ბლაშჩიკოვსკის მეტსახელი) მშობლიურ კლუბს უბრუნდება და უხელფასოდ ითამაშებს. საუბარია კრაკოვის ვისლაზე, რომელსაც ფინანსურად ძალიან უჭირს. ცნობისთვის, „კუბა“ 2007 წელს სწორედ ვისლადან გადავიდა დორტმუნდში და იქ მართლაც ბრწყინვალე სეზონები ჩაატარა, განსაკუთრებით 2010–2013 წლებში.  

 

არა მხოლოდ უხელფასოდ თამაში. მეტიც, 300 000 ევროს გადარიცხავს ვისლას ანგარიშზე, რათა ფეხბურთელებმა და კლუბის პერსონალმა სეზონის ბოლომდე ხელფასი მიიღონ. ვისლა პოლონეთს უმაღლესში მერვე ადგილზეა. იაკუბი კი ბოლოს ვოლფსბურგში თამაშობდა, ოღონდ ისეთი ვეღარ არის, დორტმუნდიდან რომ გვახსოვს. მაშინ წინ ბრწყინვალე ოთხეულს ქმნიდა ლევანდოვსკისთან, როისთან და გიოტცესთან ერთად. 

 

ბლაშჩიკოვსკის ბავშვობაში დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი. 10 წლის იყო, როცა მამამისმა დედა მოუკლა. ბიჭი ბებიამ გაზარდა.  

 

მამამისი, რა თქმა უნდა, დააპატიმრეს და 2011 წელს გამოვიდა საპატიმროდან. სურდა, რომ იაკუბთან კონტაქტი დაემყარებინა, მაგრამ უარი მიიღო. თუმცა 2012 წელს მამა გარდაიცვალა და ფეხბურთელიც დაკრძალვაზე მივიდა.  

 

 

ისე, ზუსტად 2011 წელს იყო პოლონეთი–საქართველოს ამხანაგური მატჩი. 0:1 წავაგეთ და  ერთადერთი გოლი სწორედ ბლაშჩიკოვსკიმ გაიტანა.  

 

„კუბა“ ყველა გატანილ გოლს დედის ხსოვნას უძღვნის...  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.