კარლოს გუნდი

 

 

 

 

 

 

 

ნებისმიერი ეროვნული ჩემპიონატის პირველი თვე ყოველთვის ქაოსურია, მაღალ ადგილებზე ხშირად ისეთი გუნდები ხვდებიან, სეზონის ბოლოს გადასარჩენად რომ იბრძვიან ხოლმე. ფავორიტები ნელ-ნელა ალაგებენ თამაშს და მალე ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. თუნდაც პრემიერლიგის ცხრილი ავიღოთ. პირველი ოთხეული ასე გამოიყურება: ევერტონი, ასტონ ვილა, ლესტერი და არსენალი...საოცარია არა? თანაც საინტერესოა, რომ ესენი ამ ადგილებს არა შემთხვევით, არამედ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე იკავებენ. ბრენდან როჯერსმა ლესტერი გააცოცხლა, ასტონ ვილა, რომელიც წინა სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩა, საოცარ ფეხბურთს აჩვენებს, მარტო ლივერპულთან 7:2 რად ღირს. მათი ლიდერი, ჯეკ გრილიში კი შეუჩერებელია. ამ ბიჭს თავის დროზე ჯორჯ ბესტსააც ადარებდნენ, თუმცა ბოლომდე თითქოს ვერ იხსნებოდა. წლეულს კი ჩინებულად ათამაშდა, პირველ სამ მატჩში სამი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

 

Everton FC

 

მაგრამ განსაკუთრებით, ალბათ ლიდერ ევერტონზე ღირს ყურადღების შეჩერება. სეზონის სტარტზე  მათ შვიდიდან შვიდივე მატჩი მოიგეს (ოთხი პრემიერლიგაში და სამი ლიგის თასზე), ასეთი რამ კი 1895 წლის შემდეგ აღარ მომხდარა. ანუ, 125 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორეს. ანჩელოტი პრემიერლიგაში თვის მწვრთნელი გახდა, კალვერტ-ლიუინი კი თვის მოთამაშე.

ისეთი დრო მოვიდა, კაცმა არ იცის, სეზონის ბოლოს რა მდგომარეობა იქნება, ვინ რომელ ადგილზე გავა და ამ პანდემიის გადამკიდე, საერთოდ თუ ჩამთავრდება ჩემპიონატი. მაგრამ დღეის მდგომარეობით ფაქტია, რომ პრემიერლიგას ევერტონის სახით ძალიან საინტერესო გუნდი დაემატა.

ანჩელოტისაც განსაკუთრებული მოტივაცია აქვს. ბოლო დროს წარმატებებით არ არის განებივრებული. ბაიერნიდან უსახელოდ წამოვიდა, ნაპოლიშიც ვერ გაჩერდა დიდ ხანს. ევერტონში კი ამბიციური პროექტის განსახორციელებლად მიიწვიეს, რომელიც კლუბის ძველი დიდების აღდგენას გულისხმობს. ასეთი, ბოლოს გასული საუკუნის 80-იანი წლების შუაში იყო, როცა ორჯერ გახდნენ ინგლისის ჩემპიონები და თასების მფლობელთა თასიც მოიპოვეს.

 

For Everton Fans

 

„ფეხბურთი მარტივი თამაშია. მინდორი ყველგან ერთნაირია, კარი ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე დგას. ბურთი მრგვალია. არაფერი რთული,“ - ასეთი პასუხი გასცა იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს, როცა ჰკითხეს, როგორ მოახერხა გუნდში ხამეს როდრიგესის ასე სწრაფად ადაპტირება.

კოლუმბიელი მართლაც გაცოცხლდა. ბოლო სეზონებში ის თითქოს დაიკარგა, რეალში და ბაიერნში ცოტას თამაშობდა. თურმე ანჩელოტი, ევერტონი და პრემიელიგა სჭირდებოდა. ხამესი ძალიან მალე გახდა გუნდის ლიდერი - პასი, გოლი, უბურთოდ შესანიშნავი თამაში, ეს ყველაფერი ხამესია. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული ევერტონის ლეგენდაც გახდეს.

რეალსა და ბაიერნში მას თავისუფლებას ნაკლებად აძლევდნენ. ყოველთვის გამოჩნდებოდნენ ხოლმე ფეხბურთელები, ვისაც როდრიგესი უნდა შეწყობოდა. ახლა კი მას აბსოლუტური თავისუფლება მისცეს. ახლა უკვე სხვები უნდა შეეწყონ მას. და თითქოს თავიდან დაიბადაო. „ანჩელოტის კარგად ვიცნობ. ერთად დიდი საქმეების კეთება შეგვიძლია,“ - დასძინა ხამესმა ინგლისურ კლუბში გადასვლისას. ჯერჯერობით მისი ნათქვამი სრულდება.

 

English Premier League: Everton's trio of signings make instant impact  against Tottenham | Football – Gulf News

 

ეგ არის, კოლუმბიელი ტრავმებისკენაა მიდრეკილი და თუ ამ მხრივ გაუმართლა, ეგებ მართლა შექმნას ეპოქა ევერტონში.

მაგრამ მხოლოდ როდრიგესი არ არის გამოსარჩევი ევერტონში. უკვე ანჩელოტის ხელში ჩინებულად ათამაშდნენ კალვერტ-ლიუინი და რიშარლისონი. საყრდენ ზონაში შესანიშნავია ანდრე გომეში,

კალვერტ-ლიუინმა მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი გაიტანა. ექვსი პრემიერლიგაში, სამი თასზე და ერთიც ინგლისის ნაკრებში.

იქვე არიან ალანი და ლუკა დინი.