ვლადიმირ ვაისი: ნებისმიერი ტაქტიკისთვის მზად ვართ

ხვალ, 14 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სკოპიეში ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა. 

 

"ჩრდილოეთ მაკედონია ერთი თვის შემდეგ ჩვენი მეტოქე იქნება, მათ კოსოვო დაამარცხეს. მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ჯგუფში ერთხელ უკვე ვითამაშეთ. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ხვალ მნიშნველოვანი შევედრა გველოდება. გამარჯვებული ჯგუფის ლიდერი ხდება, დამარცხებულმა კი, შესაძლოა, მეორე ან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლოს.


ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება, ასეთ სიტუაციაში კი სხვა მოთამაშეებს მიეცემათ შანსი. რა სისტემითაც არ უნდა ითამაშოს მეტოქემ, ჩვენ ნებისმიერი ტაქტიკისთვის მზად ვართ.

რთულია დღეს საუბარი  ერთი თვის შემდეგ დაგეგმილ თამაშზე, რადგან დღეს მსოფლიოს მთავარ საფრთხეს კორონავირუსი წარმოადგენს, ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების დაცვა.

ჩვენი ბოლო მატჩის მსგავსად სომხეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიამაც წინა შეხვედრაში ესტონეთთან ცხრა ფეხბურთელი შეცვალა. გუნდი ორი ბურთით აგებდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ გუნდს კარგი შეტევის ხაზი აქვს. რამდენიმე მოთამაშის არ ყოფნის მიუხედავად, ჩვენი მიზანი წარმატების მიღწევაა."-განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.