ცსკა უკვე თორნიკეს გარეშე

თორნიკე შენგელია ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერია. და, ეს ფაქტია. თოკო პროცესში მოუმატებს. გუნდთან ერთად. თუ, პროგრესში პანდემია არ ჩაერევა.

და, თორნიკე (ჯერ) არ არის კლუბის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე. არც - მეორე ყველაზე ძვირადღირებული.

ევროპაში თოკოზე დიდ კუშზე სხვები ზიან და თოკო ასაღებს მაინც აიღებს. ტიტულებთან ერთად. ევროპის 10 ყველაზე მაგარი კონტრაქტი გავიაროთ. კონტრაქტებში მითითებულია ხელფასი დოლარში. რეიტინგში აღნიშნულია სუფთა ხელფასი, ყველა დაქვითვის შემდეგ.

აქ ცსკა თორნიკეს გარეშეა.

 

ლიდერი:  ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა)3.8 მილიონი დოლარი.

ბარსელონას ჰყავს ევროპის ყველაზე შეუჩერებელი შემტევი ფორვარდი. რომელსაც ევროპაში მეფესავით ექცევიან. რომელიც აქ დარჩება და დიდი ალბათობით, კარიერასაც აქვე დაამთავრებს. მიროტიჩი ძალიან კარგია. რეალურად კარგი.

 

2. შეინ ლარკინი (ეფესი)3.7 მილიონი დოლარი.

ერთ სეზონში ლარკინმა ბევრი პერსონალური რეკორდი გლიჯა და პროცესში, 49 ქულით ევროლიგის ახალი რეკორდიც დასვა. ლარკინთან ერთად ეფესი ევროლიგის ლიდერი იყო და რეალურად, ამერიკელის გარეშე - ეფესი შეიძლება, ფლეი ოფში ვერ შევიდეს.

 

3. ნიკოლა მილუტინოვი (ცსკა)2.5 მილიონი დოლარი.

ნიკოლა ეკუთვნის სან ანტონიოს (2015 წლის დრაფტიდან), მაგრამ სერბი არ რისკავს ამერიკაში გადასვლას. და, სერბი ცსკა-ში ყველაზე მეტს იღებს. და, სერბი ევროპის საუკეთესო შემტევი ცენტრია. ცსკამ ნიკოლას გაუკეთა შეთავაზება, რომელზეც მილუტინოვმა უარი ვერ თქვა.

 

4. მაიკ ჯეიმსი (ცსკა)2.5 მილიონი დოლარი.

პანათინაიკოსში და მილანში ჯეიმსს პრობლემები ჰქონდა. პრობლემები მწვრთნელებთან, თანაგუნდელებთან. ცსკამ არ გარისკა და ამერიკელი ჯერ მხოლოდ ერთი წლით დაიკონტრაქტა. ჯეიმსმა აკრიფა, ჯეიმსი გახდა შეუჩერებელი და მაიკმა რუსული მანქანისგან ახალი, სამწლიანი კონტრაქტი მიიღო.

 

5. ალექსეი შვედი (ხიმკი)2.5 მილიონი დოლარი

რუსეთის ნაკრების ლიდერი ბევრი წლის განმავლობაში აქ ყველაზე მეტს იღებდა. შემდეგ, მოვიდა მიროტიჩი, დაიწყო პანდემია და ყველაფერი შეიცვალა. შვედს თითქმის გაუნახევრეს ხელფასი და ალექსეი არ არის წინააღმდეგი. ის კალათბურთით მაინც დიდ კაიფს იღებს.