მამის კვიცი

უმცროსი შუმახერი ფერარის წევრია

შვილი მამის საქმეს აგრძელებს. 19 წლის მიკ შუმახერი ფერარის აკადემიის წევრი გახდა - გუნდის, რომლის ღირსებასაც დიდებული მიხაელ შუმახერი 14 წელი იცავდა.

 

როგორც, Motorsport.com იუწყება, ფერარის გუნდი დღე-დღეზე გააკეთებს განცხადებას ახალგაზრდა პილოტთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ, რომლის შემდეგაც უმცროსი შუმახერი 2019 წელს მონაწილეობას მიიღებს ფერარის ტესტებში, ასევე ესპანეთის და ბაჰრეინის გრან-პრიზე.

 

მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ში შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. ის ფერარის გუნდში 1995-2009 წლებში გამოდიოდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.