კლიპერსის არჩევანი

კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა თქვეს - ტაირონ ლიუ!

ნათქვამია და გაკეთებულია. ტაირონ ლიუ ხუთი წლით კლიპერსის მთავარი მწვრთნელი გახდა.

რესპექტაბელური, საინტერესო, ახალგაზრდა სპეციალისტი საჩემპიონო გამოცდილებით და სხვა საკაიფო მუღამებით.

აი, აქ, კლიპერსი ყველაზე მაგრად იჭედება. მწვრთნელი, რომელსაც აქვს ვარსკვლავებთან კომუნიკაციის ნიჭი და, პარალელურად, შედეგიანია, გუნდისთვის იდეალური იქნება. უნდა იყოს.

ლიუმ შეცვალა დოკ რივერსი. რომელიც ფილადელფიაში გადავიდა და ბევრი კარგი უნარით ჯოელ ემბიდს დაეხმარება. უნდა დაეხმაროს. დოკი პირველ წლებში ყველგან კარგია.

43 წლის ლიუ რივერსის ასისტენტი იყო. და, ტაირონს მწვრთნელის რანგში აქვს მოგებული ფინალი ოთხი წლის წინ. კლივლენდში, ლებრონ ჯეიმსთან ერთად. აი, აქ, ტაირონი ცოტა გაიჭედება. კავაი დიდია, მაგრამ ის შორს არის ლებრონისგან. ჯორჯი საერთოდ უკან ზის. ლიუ ამ გუნდის ვოკალური ლიდერი უნდა გახდეს. ალბათ, იცის, რომ გახდება.

5-წლიანი კონტრაქტი უკვე სერიოზული ვალდებულებაა. ლიუს შეცდომებს არცერთ ვარიანტში არ აპატიებენ.  

არის შანსი, რომ ლიუს ასისტენტი გახდეს ჩონსი ბილაფსი, რომელიც პარალელურად, ინდიანას ინტერესების სფეროშია. ნებისმიერ შემთხვევაში, ტაირონს კარგი, მოქნილი გუნდი უნდა ჰყავდეს.

მთავარი მწვრთნელის რანგში ლიუს 128:83 აქვს. ეს მხოლოდ რეგულარულში. ფლეი ოფში ტაიმ 41:20 დასვა. მოთამაშის როლში ლიუ ორჯერ გახდა ჩემპიონი ლეიკერსში. სოლიდურია. მართლა მაგარი სოლიდური.  

ველოდებით კლიპერსის ისტორიის ახალ ქვეთავს.

უნდა წამოიღოს.