ავსტრია: კიტეიშვილს დიაგნოზი დაუსვეს

ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული გამოდგა. როგორც ავსტრიული საიტებიდან შევიტყვეთ, მაგნიტო-რეზონანსულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კუნთი გაწყვეტილია, ეს კი სერიოზულ მკურნალობასა და დიდი ხნით დასვენებას ითვალისწინებს. დაახლოებით 6 კვირა...

 

კიტეიშვილი ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველოს მატჩის მე-5 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

 

კრისტიან ილცერი (შტურმის მწვრთნელი): „საქართველოს ნაკრების თამაშს ვუყურებდი და მე-5 წუთზე ტელევიზორი გამოვრთე. სამწუხაროდ, ბოლო სამ თვეში ჩვენი ფეხბურთელების მესამე სერიოზული ტრავმაა".

 

6 კვირა... მაკედონიელებთან გადამწყვეტი თამაში კი 12 ნოემბერსაა.