ჯორდანი ხანდახან კვდებოდა

მაიკლ ჯორდანი არ აგებდა ფინალებს. ლებრონს ფინალებში 4:6 აქვს.

მაიკლ ჯორდანი არ მიდიოდა ფინალებში მეშვიდე გარჩევამდე. ლებრონს ეს გამოცდილება აქვს.

და, მაიკლ ჯორდანი ხანდახან ჩვეულებრივი ტიპი იყო. მოქალაქე, რომელიც აგებდა მნიშვნელოვან სერიებში ცალკეულ მატჩებს, მაგრამ არ აგებდა იმ სერიებს.

ჯორდანის ჩიკაგო ექვსჯერ გახდა ჩემპიონი. კლასიკა. 6:0 ფინალებში. და, იმ ექვსი გარბენიდან ორჯერ (1991 და 1996) ბულზი წაუგებელი, სუპერგუნდი იყო.

სხვა საჩემპიონო ბანდები იბრძოდნენ. და, მაგრად იბრძოდნენ.

 

1992. ნიუ იორკმა (ალბათ) ყველა დროის საუკეთესო ბულზი მეშვიდე მატჩამდე მიიყვანა. მეორე წრეში.

 

1992. პორტლენდმა ფინალში გაათანაბრა ანგარიში (2:2) და მაგრად იგებდა მეექვსე მატჩში. ბულზმა დაქაჩა.

 

1993. კონფერენციის ფინალში ნიუ იორკმა 2:0 წაუყვანა ჩიკაგოს.

 

1993. ფინიქსმა ჩარლზ ბარკლისთან ერთად თითქმის გაათანაბრა ანგარიში ფინალში და ჯონ პაქსონმა მოკლა სანზი. ბოლო მეოთხედში პაქსონის სამიანამდე ბულზის ყველა ქულა (9) ჯორდანმა აკრიფა.

 

1997. იუტამ გაათანაბრა სერიაში ანგარიში (2:2) და იყო მეხუთე ბრძოლის (მაიკლის სიცხიანი მატჩი) მასპინძელი. ჩიკაგო 2 ქულით იგებს.

 

1998. ინდიანამ კონფერენციის მეშვიდე მატჩში, ჩიკაგოში თავად წააგო. ბულზი მკვდარი იყო და პეისერზმა მოგება ვერ აიღო, მოერიდა.

 

უბრალოდ, ჩიკაგო ასეთ სერიებს მაინც იგებდა.

და, ჯორდანი?

1990-ში, დეტროიტთან 3:4 წაგების შემდეგ, მაიკლი მხოლოდ ერთხელ დახრის თავს ფლეი ოფში. 1995, მაიკლი დაბრუნდა ბეისბოლიდან და შეუთამაშებელი ბულზი შაკის ორლანდომ დაამტვრია.

იყო თუ არა მაიკლის ბულზი უკვდავი? არ იყო.

და, ჯორდანი - ღმერთი? არა. უბრალოდ, მაიკლი არ აგებდა. და, როდესაც სხვებმა ეს იცოდნენ, მოგება ცოტა უხერხულიც კი ხდებოდა.