გოლდენ სტეიტმა სამში კლეი ამოარჩია

2011 წლის დრატზე ბევრი კარგი ბიჭი იყო.

იყო რამდენიმე კარგი არჩევანი. იყო რამდენიმე სარისკო არჩევანი. და, იყო რამდენიმე ცუდი არჩევანი.

ალბათ, იუტამ ყველაზე მაგრად ვერ გაარტყა, როდესაც მესამე ნომრად აირჩია ენეშ კანტერი (ნიუ ჯერსიდან). და, ალბათ, მეტი უნდა შეექმნა საკუთარი თავისგან მეორე ნომერს, მისტერ დერიკ უილიამსს, რომელიც მინესოტამ დაირტყა და ბიჭი დღეს ევროპაში ისვენებს.

ვერ გაარტყა ვაშინგტონმაც. იან ვესელი ვეროპაში ფარებს ამტვრევდა, მაგრამ ამერიკაში შეზღუდული შემტევი არსენალით დაიჩაგრა, დაიკარგა და დაჯდა. დღეს, ვესელი იგორ კოკოშკოვთან, ფენერშია.

და, ამ დრაფტის 8 ყველაზე მკვლელი არჩევანი გავიხსენოთ.

 

8. ტობაიას ჰარისი (19 პიკი) - დღეს, ჰარისი ლიგის ერთ-ერთი კარგი მესამე ნომერია, რომელსაც ენდობიან და რომელმაც მაქსიმალური კონტრაქტიც გაარტყა. ფილადელფიაში ჰარისი ემბიდის შემდეგ მეორე ყველაზე სანდო ტიპია. სროლით და შემტევი პოტენციალით. კარგი ბიჭი.

 

7. ნიკოლა ვუჩევიჩი (16) - ფილადელფიამ აირჩია ნიკოლა, როგორც მეოთხე ნომერი, რომელიც სხვა მეოთხე ნომრებს სისწრაფით და მაგარი სროლით პრობლემებს შეუქმნიდა. შემდეგ, ვუჩევიჩი დუაიტ ჰოვარდის გაცვლის მონაწილე გახდა და ჩამოჯდა ორლანდოში. უკვე, როგორც - ცენტრი. და, ვუჩევიჩი ამ გუნდის ლიდერი, სახე, სუპერვარსკვლავი და ყველა ვარსკვლავის მონაწილე გახდა. ორმაგი დუბლების მანქანა. მონსტრი შეტევაში.

 

6. კემბა უოკერი (9) – UConn-ში კემბა ჩემპიონი გახდა. გამხდარი, სწრაფი, ბრექი ფლეიმეიქერი შარლოტმა დაირტყა და კემბას მშვენიერი კარიერა აქვს. დრიბლინგის სპეციალისტი, რომელიც კარიერის მეორე ნახევარს ბოსტონში გაატარებს და ლიდერობას ეცდება. რთული, მაგრამ მოგვარებადი თემაა.

 

5. აიზია ტომასი (60) - საკრამენტოში პატარა კაცუნამ მშვენივრად გახსნა კარიერა და პიკზე ბოსტონში გავიდა. 28.9 ქულა მწვანე გუნდში და ტომასი სელტიქსის ლიდერი გახდა. 525 მატჩში საშუალოდ 18.1 ქულა კლასია. და, ტომასი ტრავმის შემდეგ დაბრუნებას აპირებს. ტომასი ყველაფერს აუცილებლად მოაგვარებს.

 

4. ჯიმი ბატლერი (30) – აქვს მუშტი, აქვს თვალები, აქვს ხასიათი და აქვს მომავალი. ბატლერი დაისვენებს და მოიგებს. 2.6 ქულა პირველ სეზონში. 8.6 - მეორეში. და - დღეს ჯიმი TOP 10-ის წევრია. ბატლერი იდეალური ლიდერი გახდა. სანდო ტიპი. სანდო ხმა. მწვრთნელის კარგი მეგობარი.

 

3. კაირი ირვინგი (1) – ლებრონის არაიდეალური თანაგუნდელი, რომელმაც გოლდენ სტეიტს საჩემპიონო ჭრილობა დაუტოვა. ირვინგი ტიმ ჰარდევეის შემდეგ ყველაზე მაგრად გტეხავს ერთი-ერთზე, მაგრამ ირვინგი აცრილია გუნდურ თამაშზე და კაირი არაპოპულარული ვარსკვლავია. უბრალოდ, ბიჭი შეუჩერებელია. და, ისტორიას ხასიათზე უფრო შედეგები დარჩება.

 

2. კლეი ტომფსონი (11) – გოლდენ სტეიტს ჰქონდა არჩევანი. კლეი ტომფსონი, ალეკ ბერქსი (იუტა, 12) თუ- კავაი? და, გოლდენ სტეიტმა ტომფსონი აირჩია. და, გაარტყა. კლეი და სტეფ კარი ცვლიან თამაშს და უორიორზი კალათბურთის ბითლზი გახდა. სადაც, ყველა სოლოს კარი ასრულებს, მაგრამ კომპოზიციებს წერს კლეი. და, ტომფსონი ლიგის ყველაზე დაუფასებელი დამცველი გახდა. კლეი ცხოველია.

 

1. კავაი ლეონარდი (15) - გრეგ პოპოვიჩმა ყველა აყირავა, როდესაც ინდიანას ლეონარდის სანაცვლოდ მშრომელი ჯორჯ ჰილი მისცა. ჯორჯი კარგი ბიჭია, კავაი - გენერაციული მოთამაშე. რომელმაც მოიგო თითქმის ყველაფერი და მეტს მოიგებს. რეგულარულის MVP არ განიხილება. კავაის იქ თამაში არ აინტერესებს. ტაირონ ლიუსთან ერთად კლიპერსში უნდა გაასწოროს. და, კავაი კიდევ ერთხელ გაშლის ფრთებს.