გელა აფრასიძის ლელო სამ წუთში

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეოთხე ტურის მატჩში მიხეილ ნარიაშვილის, გელა აფრასიძის, ლევან ჩილაჩავასა და გიგი ლეშქაშელის მონპელიემ შინ ითამაშა აჟენთან და დამაჯერებლად დაამარცხა 42:13.

 

აღსანიშნავია, რომ მონპელიემ მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო. აქმდე გუნდმა სამი თამაშიდან სამივე წააგო. საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი გელა აფრასიძე ტადარიგში იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო. სამ წუთში კი, ჩვენებურმა მეტოქეს ლელო გაუტანა. ძირითად შემადგენლობაში იყო მიხეილ ნარიაშვილი, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.