დილას მატჩი და შერცხვენილი ჩიხურა

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მეორე შეხვედრა გაიმართა. გორის დილამ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა. 

 

მთელი მატჩის განმავლობაში დილა სრულ უპირატესობას ფლობდა. პირველ ნახევარში მასპინძლებმა მხოლოდ 2 ბურთი გაიტანეს, ანგარიში ნიკა გაგნიძემ გახსნა, შემდეგ კი დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ნიკოლა კოვტალიუკმაც შეაგდო. დილას უკრაინელ ლეგიონერს 19 ივლისის მერე არ ჰქონდა გატანილი.

 

მეორე ნახევარიც ანალოგიური სცენარით წარიმართა. მასპინძელთა 4 გოლს ჩიხურამ მხოლოდ 1 საპასუხო ბურთით უპასუხა, რომელიც ლუკა კიკაბიძის ანგარიშზეა, გორელთა მხრიდან კი თავი კვლავ კოვტალიუკმა, მადინგამ, შეცვლაზე შესულებმა ნუგზარ სპანდერაშვილმა და რომან ჭანტურიამ გამოიჩინეს. ჭანტურიაზე ცალკე უნდა ითქვას, 1.5 წლიანი უქმობის შემდეგ რომანმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და გოლით აღნიშნა. გოლი მისთვის იმდენად ემოციური იყო, რომ 24 წლის ფეხბურთელმა ცრემლები ვერ შეიკავა. 

 

დილადან ასევე გამორჩეული იყო ლექვთაძე, რომელიც შეტევაში მშვენივრად მოქმედებდა და რამდენიმე მწვავე პასიც გააკეთა. გოლების გარდა დილას რამდენჯერმე კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა ბურთი ხან ხარიხას მოხვდა, ხანაც ბეგაშვილი თამაშობდა კარგად. 

 

დილა 23 ქულით პირველ ადგილზეა შემდეგ შეხვედრას კი მერანის წინააღმდეგ გამართავს, ჩიხურა 6 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში სამტრედიას ეთამაშება. 

 

ჩიხურამ უკვე მეორედ წააგო სოლიდური სხვაობით ამ სეზონში, ცოტა ხნის წინ გუნდი საბურთლოსთან 2:8 დამარცხდა, დღეს კი 1:6 დილასთან. გუნდი, რომელიც წლების მანძილზე სტაბილურად გამოდიოდა, დღეს სამარცხვინო ფეხბურთს თამაშობს.