აიამ ძველი მეტოქე ბონუსით დაამარცხა

აია-ყოჩები 35:10


აია:  4ლ - მ. ბაბუნაშვილი, სიმსივე, აქუბარდია, სინაურიძე. 3ს,3გ- ლომიძე


სინბინი: ჯინჭარაძე


ყოჩები:  ლ - ფოფხაძე. გ,ა - სოხაძე


მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

 

 

ლიდერბეთი დიდი 10-ის გათამაშების მეორე ტურში ქუთაისის აიამ ძველ და კარგად ნაცნობ მეტოქეს, ბოლნისის ყოჩბს უმასპინძლა და დამაჯერებლად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე 35:10 დაამარცხა.

 

 

აიამ მეტოქე თამაშის ყველა ასპეკტში დაჯაბნა. პირველი ტაიმი ქუთათურებმა 14:3 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი, მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. აიამ ჯამში ოთხი ლელო გაიტანა მეტოქის ერთის საპირწონედ და საპრემიო ქულაც მოიპოვა. შედეგად, აია B ჯგუფში გალიდერდა.

 

ლიდერბეთის რჩეული კი, აიას მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი გახდა.