ანორთოსისმა დიდი ანგარიშით მოიგო

თემურ ქეცბაიას დამოძღვრილი ანორთოსისი ნეა სალამისს ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ამჯერად ქართველ ფეხბურთელებს გოლში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

 

ლორიამ 90 წუთი ითამაშა, ქვილითაია თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო, დაუშვილი სათდარიგოზე დარჩა, ოქრიაშვილი კი განაცხადში არ ყოფილა. თორნიკეს მცირე ტრავმა ჰქონდა და სავარაუდოდ ამიტომ დაასვენა ქეცბაიამ. 

 

საგულისხმოა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში, მაშინ როცა ანგარიში 1:2 იყო, ანორთოსისს ფეხბურთელი გაუძევეს. 

 

ანორთოსისი 13 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას აპოელთან ჩაატარებს.