ტორპედომ მერანი ბოლოს გატეხა

ეროვნული ლიგის მორიგ მატჩში ქუთაისის ტორპედომ მერანი მიიღო და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ 92-ე წუთზე ლაშა კასრაძემ გაიტანა. 

 

თამაში საკმაოდ თანაბარი და არცისე სანახაობრივი გახლდათ. მეორე ტაიმში ასე თუ ისე გამოსწორდა სიტუაცია. 2 კარგი სეივი შემოგვთავაზა ქუთაისელთა მეკარე ლევან შოვნაძე. 

 

გოლი როგორც უკვე გითხარით 92-ე წუთზე გავიდა. გიორგი ჯანელიძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ლაშა კასრაძემ გაიტანა და ქუთაისელი გულშემატკივრები ძალიან გაახარა. 

 

ტორპედო 16 ქულით მეექვსე ადგილზეა და შემდეგ თამაშს დინამო თბილისთან ჩაატარებს, მერანი კი 5 ქულით ბოლოზეა და 1 კვირაში გორის დილას დაუპირისპირდება.