ჰარდენი რასიზმის გარეშე

ჰიუსტონი შეიცვლება. მთავარი მწვრთნელის და ამ გუნდის შემქნელის გარეშე. გუნდმა გარისკა, ეს რისკი ერთჯერადად საინტერესო იყო და ეპოქა დასრულდა.

უნდა დასრულდეს. ჰიუსტონი ლეიკერსთან და კლიპერსთან უშანსოდ არის. რეგულარულში გართობა? კი, მოსულა, მაგრამ ფლეი ოფში ამ შემადგენლობით ხმაური არ გამოვა.

ჰიუსტონი შევიდა ცხოვრებას რასელ უესთბრუქზე და ვერ გაარტყა. რასი პროფესორ კრის პოლში გაცვალეს. რომელსაც ჰქონდა მძიმე კონტრაქტი, მაგრამ ის გუნდი ჩემპიონობას უახლოვდებოდა. პოლთან და კლინტ კაპელასთან ერთად ჰიუსტონმა დაჭრა გოლდენ სტეიტი და მხოლოდ პოლის ტრავმის გამო ვერ გაქაჩა.

რასელთან ერთად გუნდი ერთი დიდი ჭრილობაა. რასი რეგრესირებს. რასი ვერ შეეწყო ჯეიმს ჰარდენს და რასი ვერასოდეს ვერ შეეწყობა ჯეიმს ჰარდენს. შანსი არ არის. შეეშვით სტატისტიკას. არ დაბოლდეთ. სტატისტიკით უესთბრუქი კარგი აკომპანიატორია. რეალურად - უესთბრუქი ამ გუნდის ყველაზე დიდი ხიჭვი იყო. გახდა.

და, ჰიუსტონმა გადადგა პირველი ნაბიჯი. გუნდი დაუკავშირდა ფილადელფიას. საინტერესო წინადადებით.

 

ჰიუსტონს სურს - ჯოელ ემბიდი!

ფილადელფიას შეუძლია წაიყვანოს - ყველა!

ჯეიმს ჰარდენის გარდა. გაცვლაში ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი მისტერ უესთბრუქი უნდა იყოს. თუ ჰიუსტონი ამ გაცვლას გააკეთებს, გუნდი დაბრუნდება.

 

ემბიდი ნიკოლა იოკიჩთან ერთად ალბათ, ყველაზე შეუჩერებელი ცენტრია. ენტონი დევისი აქ არ ითვლება. დევისი ორივეს უჯოკრავს, მაგრამ ის არ არის ცენტრი.

და, ემბიდი დაკონტრაქტებულია 2022/2023 წლის სეზონის ბოლომდე. საშუალოდ, 31 მილიონით. ნორმალური კონტრაქტი როგორც გუნდისთვის, ასევე - ჯოელისთვის.

უესთბრუქის საკონტრაქტო ვალდებულებაც ამ სეზონის ბოლოს მთავრდება. უბრალოდ, რასი 44 მილიონზე ზის. და, თუ ფილადელფია დაიკერება და ემბიდს გაუშვებს, ჰიუსტონი რასელის ხელფასის ნაწილს გადაიხდის.

უესთბრუქთან ერთად ფილადელფიაში გაუშვებენ ძალიან კარგ რობერტ კოვინგტონს, რომელიც იქ უკვე იყო. და, ფილადელფია ემბიდს ჯოშ რიჩარდსონს დაუმატებს.

ეს გაცვლა ჯერ მხოლოდ ჰიუსტონის სურვილია. და, ჩვენი ამერიკელი კოლეგების ფანტაზიის სფერო. უბრალოდ, ჰიუსტონი უკვე მუშაობს ემბიდზე.

საინტერესო იქნება. მაგარი საინტერესო.