უდინეზე – პადოვა და 17 წლის ქართველი

უდინეზე–პადოვას ამხანაგურ მატჩში ქართველმა ჭაბუკმაც ითამაშა. საუბარია პადოვას 17 წლის ნახევარმცველ დავით ლორთქიფანიძეზე, რომელსაც ნათამაშევი აქვს საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებში. 

ლორთქიფანიძე 78–ე წუთზე შევიდა მინდორზე, მატჩი კი უდინეზემ 1:0 მოიგო.  

 

დავით ლორთქიფანიძე პადოვას პრიმავერაში (ახალგაზრდული გუნდი) თამაშობდა. საქართველოშია დაბადებული: საბურთალოში იყო და რამდენიმე წლის წინ გადავიდა იტალიაში, სადაც ატალანტას ჭაბუკთა გუნდში გახლდათ.

 

პადოვა სერია ბ–ში ბოლო ადგილზეა. ლორთქიფანიძე პადოვას მთავარ გუნდში დაიტოვეს და ისიც მოემზადება 20 იანვრის მატჩისთვის: ვერონასთან.     




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.