ვან დეიკი ლივერპულს დიდი ხნით გამოაკლდა

ვირჯილ ვან დეიკმა ლივერპულურ დერბიში, სადაც ევერტონმა ლივერპულს უმასპინძლა და მატჩი 2:2 დასრულდა, ტრავმა მიიღო. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ნიდერლანდელს ჯვარედინი იოგების ტრავმა აქვს და 7-8 თვეს გამოტოვებს, რაც მერსისაიდელთათვის სერიოზული დანაკლისია. 

 

არა და კლოპის გუნდის მე-4 ნომერი მშვენიერ ფორმაში გახლდათ. იგი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო (ბევრის აზრით საუკეთესო) ცენტრალური მცველია და ასეთი მოთამაშის გამოკლება ცხადია სერიოზული პრობლემაა. 

 

რაც შეეხება ლივერპულს, პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონები 10 ქულით მეორე ადგილზე არიან და პირველზე მყოფ ევერტონს 3 ქულით ჩამორჩებიან.