ჰანდანოვიჩი - 41; პენალტების სპეციალისტი მეკარეების სია

სამირ ჰანდანოვიჩი სერია ა-ში და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთში რეკორდსმენია პენალტების მოგერიების მხრივ. ინტერის სლოვენიელმა გოლკიპერმა მილანთან ზლატან იბრაჰიმოვიჩის დარტყმული მოიგერია, მერე კი შვედმა დაამატა.

 

ჰანდანოვიჩმა კარიერაში 41-ე, ხოლო უშუალოდ სერია ა-ში 25-ე პენალტი აიღო. აქამდე ჯანლუკა პალიუკასთან ერთად ლიდერობდა: 24-24 „სეივი“ ჰქონდათ. სლოვენიელმა პირველად 2005 წელს ითამაშა სერია ა-ში.

 

აი, სიაც. ის მეკარეები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში მინიმუმ 20-ჯერ მოიგერიეს პენალტი. აქ ყველა ლიგის მონაცემები არაა. და რა თქმა უნდა, არ ითვლება პენალტების სერიაში მოგერიებები.

 

სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია) – 41

 

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) – 31

 

დიეგო ალვესი (ბრაზილია) – 27

 

მანუელ ნოიერი (გერმანია) – 26

 

ანდრეა კონსილი (იტალია) – 21

 

მიშელ ლანდრო (საფრანგეთი) – 20

 

პეტრ ჩესი (ჩეხეთი) – 20

 

იკერ კასილიასი (ესპანეთი) – 20

 

ბენუა კოსტილი (საფრანგეთი) – 20

 

ფრანკ როსტი (გერმანია) - 20