კარმელომ თქვა ნიუ იორკი

და, ეს არაჩვეულებრივი სიახლეა.

ნიუ იორკი კერავს კრის პოლს.

კრის პოლი ძმაკაცობს კარმელო ენტონისთან.

კარმელო ენტონი არის თავისუფალი აგენტი.

პორტლენდი ჯერ არ ცდილობს კარმელოს დაკონტრაქტებას.

და, NY POST-ის მიმომხილველის, მარკ ბერმანის თქმით, ძმაკაცები დიდი სიამოვნებით შეიკრიბებიან მედისონ სკვერ გარდენში.

36 წლის ენტონის პორტლენდში მშვენიერი სეზონი ჰქონდა. კარმელომ ააწყო ლილარდთან და მაკკალუმთან, კარმელო იყო მშვიდი და სამაგალითო პროფესიონალი.

კრის პოლი დღეს ოკლაჰომაში არის. და, სიამოვნებით გაცვლის მშვიდ და ჩვეულებრივ ქალაქს ხმაურიან და სკანდალურ ნიუ იორკზე. უბრალოდ, ოკლაჰომამ კარგი წინადადება უნდა მიიღოს. და, ყველაფერი მოგვარდება.

კარმელომ ბოლო რეგულარულში (სასტარტოს როლში) პორტლენდს 15.4 ქულა და 6.1 მოხსნა მისცა. კარგი სტატისტიკა ვეტერანისგან, რომელსაც კალათბურთის ლტოლვა და მუღამი ჯერ დიდი დოზით აქვს.

ენტონის ნიქსის პრეზიდენტი ლეონ როუზიც დაუკავშირდა.

კარგი ვარიანტი გამოდის.