მესი 15 მილიონად?

მანჩესტერ სიტი ლეო მესის გადაბირებას ზამთარში კვლავ შეეცდება. ბრიტანული პრესის ცნობით, ქალაქელები ბარსელონას მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს შესთავაზებენ. ასე ცოტას იმიტომ, რომ ლეოს შემდეგ ზაფხულს კონტრაქტი უმთავრდება და ბლაუგრანასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. 

 

შეგახსენებთ, რომ არგენტინელს ზაფხულში გუნდიდან წასვლა სურდა, თუმცა ბარსაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ სიტიში თამაში თავად ფეხბურთელსაც უნდა. ამის მთავარი მიზეზი პეპ გვარდიოლაა. 

 

სიტიმ გუშინ არსენალი 1:0 დაამარცხა და პრემიერლიგაში 7 ქულით მე-9 ადგილზეა, შემდეგ ტურში კი ვესტ ჰემს შეხვდება.