კორონამ დერბი გადადო

ეროვნული ლიგის მე-13 ტური ლოკომოტივის და თბილისის დინამოს მატჩით უნდა დასრულებულიყო, თუმცა შეხვედრა არ გაიმართება. საქმე იმაშია, რომ რკინიგზელთა სამწვრთნელო შტაბის 2 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო. ლოკომოტივი 20 ქულით მეოთხე ადგილზეა, დინამო კი 22 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. 

 

შეგახსენებთ, რომ დინამოს რამდენიმე ხნის წინ კიდევ ერთი მატჩი გადაედო. 23 ოქტომბერს თბილისელები საბურთალოს შეხვდებიან.