მიქაუტაძე არ ჩერდება: უკვე 14!

19 წლის გიორგი მიქაუტაძემ მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა ბელგიის რანგით მეორე ლიგაში. მისმა სერენმა სტუმრად 4:3 მოუგო მოლენბეკს და ქართველმა ფორვარდმა დუბლი მიითვალა. მას 7 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი... მიქაუტაძის გუნდი ბოლო ნახევარი საათი კაცნაკლული იყო, მაგრამ მაინც მოახერხა გადამწყვეტი ბურთის გატანა და გამარჯვება.

 

შეგახსენებთ, მიქაუტაძე საფრანგეტს მეცს ეკუთვნის. საფრანგეთის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტამ ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, რათა საქართველოს სახელით ითამაშოს.