დღეს 74 წლის ფეხბურთელმა ითამაშა

გსმენიათ ეზელდინ ბაჰადერზე? ეს 74 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელია. დიახ, ფეხბურთელი - დღეს ეგვიპტის ჩემპიონატის მესამე ლიგის მატჩში ითამაშა და პენალტი ვერ გაიტანა...

 

ეზელდინ ბაჰადერი გინესის რეკორდების წიგნშია. ის 3 ნოემბერს 75 წლის ხდება. რომ ჰკითხეს, ისედაც რეკორდსმენი ხარ და ამჯერად რატომღა ითამაშეო, ასე უპასუხა: "ჯერ ერთი, თამაში მომენატრა. მეორეც, მინდა, რომ რეკორდსმენად დავრჩე და ვინც ჩემს გადასწრებას მოინდომებს, საქმე გავურთულო".

 

ბაჰადერმა წლეულს მეორედ ითამაშა: პირველად მარტში და მაშინ პენალტი გაიტანა. აი დღეს კი მეკარემ აუღო - ეპატიება.