დუეინ უეიდის გუნდი

მაიამი ჰიტი ყოველთვის დუეინ უეიდის გუნდი იყო.

როდესაც ფლორიდაში თავისი ცენტნერიანი უკანალი შაკილ ო’ნილმა დაამიწა, ეს მაინც უეიდის გუნდი იყო.

როდესაც ფლორიდაში ლებრონ ჯეიმსი დაეშვა, ეს დუეინის გუნდად რჩებოდა.

და, უეიდი იყო პატარა ჯადოქარი.

მოთამაშე, რომელსაც ორგანიზაციისთვის არანაკლები აქვს გაკეთებული, ვიდრე კობის - ლეიკერსისთვის. და, უეიდი ამ გუნდის სახედ დარჩა. ის, ჩიკაგოში და კლივლენდში ორი სეზონით გადასული უეიდი არ ითვლება. კარიერა მაიამიში დაიხურა. ზღაპარი მთავარი გმირის დაფასებით დასრულდა. როგორც ხდება ხოლმე.

პიკზე გასული უეიდი ლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო.

უფრო კრეატიული - ვიდრე კობი. უფრო დომინანტი - ვიდრე ლებრონი. უფრო ენერგიული - ვიდრე რასელ უესთბრუქი. ის უეიდი იყო ყველაფერი. და, იმ უეიდს ფლეი ოფის ისტორიაში საუკეთესო სერია აქვს ჩატარებული.

2005/2006 წლების ფინალი დალასთან. როდესაც იქ, მარკ კიუბანის შტაბში უკვე არჩევნების მოსაგებად ემზადებოდნენ და უეიდმა დაუბრუნა მაიამის ოცნება. უეიდმა მოიგო. როგორც დიდი სპორტსმენები იგებენ.

დალასმა იმ სერიის პირველი ორი ჩეხვა წამოიღო, დაშალა შაკი, შეუშალა ხელი უეიდს და დამარხა ენტუან უოკერი. გარი პეიტონიც მორიდებულად დარბოდა, ვერ იპარავდა.

და, უეიდმა დაიწყო.

და, მაიამიმ სერიის დარჩენილი 4 თამაში აიღო.

 

42 ქულა, 13 მოხსნა, 98:96 ჰიტს. უეიდმა დაგლიჯა.

36 ქულა და 98:74 მაიამის სასარგებლოდ. დალასი დაშალეს, ააწყვეს და კიდევ ერთხელ დაშალეს.

43 ქულა დამატებით დროში მოგებულ ბრძოლაში 101:100. უეიდი ჟანგიანი სამართებლით კლავდა.

და, სერიის ბოლო, მეექვსე სერია. რომელშიც უეიდმა დალასს 36 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება აარტყა. ეს იყო ყველაზე სისხლიანი გასაუბრება, რომლის შემდეგაც დალასში ფერფლის წვიმა კიდევ დიდხანს მოდიოდა.

 

ეს უეიდი იყო მთელი ლიგა.

დაუფასებელი, ერთგული და საშინლად კარგი.

დაუხარეთ თავი მაიამის კაპიტანს. როგორც მან თავის დროზე მეფეს დაუხარა. რომ იმ გუნდს თითქმის ყველაფერი მოეგო. უდიდესი.