სერენა: 24-ე სლემი - ეს ჩემი მიზანია 

37 წლის უილიამსს ავსტრალიაში შორს მიმავალი გეგმები აქვს 

 

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებული, ამერიკელი ქალი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში გერმანელ ტატიანა მარიასთან მარტივი გამარჯვების შემდეგ, (6:0, 6:2) კომენტარს აკეთებს.

 

„აქ დაბრუნებით ძალიან გახარებული ვარ. ბოლო ჯერზე, როცა მელბურნში ვიყავი, ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო. ვფიქრობ, დღეს კარგი მატჩი მქონდა. ყველაზე მეტად, ჩემი სტაბილურობა მსიამოვნებს. არ დამიშვია ბევრი შეცდომა, რაც კარგია.

 

მეტოქემ ძლიერი წინააღმდეგობა გამიწია, შეხვედრა შესაძლოა 6:3, 6:4 ან სამ სეტში დასრულებულიყო. მარიას უმაღლესი კლასის მოთამაშეების, მსოფლიო რეიტინგის პირველი და მეორე ნომრების დამარცხება შეუძლია, მან კარგად იცის, როგორ ითამაშოს ასეთი დონის კონკურენტებთან. ვფიქრობ, როდესაც ძლიერ ჩოგბურთელთან დაპირისპირება მიწევს, უფრო უკეთ ვთამაშობ, დღეს მე ეს დამეხმარა“.-ამბობს მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი.

 

ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებით დაწყების შემდეგ, სერენას 24-ე დიდი სლემის მოგების შანსის შესახებაც ჰკითხეს.

 

"ეს ჩემი მიზანია, რომლის მიღწევასაც დიდი ხანია ვცდილობ და ახლა არაფერი შეცვლილა. 2 წლის წინ, როცა ავსტრალიის ღია პირველობის მოგება მოვახერხე, მაშინ ორსულად ვიყავი, ახლა კი არა, რაც დიდი განსხვავებაა“.-თქვა უილიამსმა.

 

მეორე წრეში, სერენას მეტოქე კანადელი ეჟენი ბუშარი იქნება, რომლის შესახებაც 37 წლის ჩოგბურთელი ამბობს: „ეს დიდებული მატჩი იქნება, ეჟენი შესანიშნავად თამაშობს და კორტზე ყველაფერს იდეალურად აკეთებს. მომწონს ის ფაქტი, რომ ის ჩოგბურთის თამაშს არ შეეშვა, ამაზე ხალხი ბევრს წერდა, მაგრამ თავად ყურადღება არ მიაქცია. ის ბრძოლას აგრძელებს და სწორადაც იქცევა“.

 

სერენა უილიამსს, რომელიც ჩოგბურთში მშობიარობის შემდეგ დაბრუნდა და ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს, ავსტრალიის ღია პირველობა 7-ჯერ აქვს მოგებული და ტურნირის ისტორიაში მეორე ყველაზე ტიტულოვანი ქალი ჩოგბურთელია. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.