გრილიში და სხვები...

 

 

 

 

 

 

 

მართალია, ინგლისური პრემიერლიგა ახალი დაწყებულია, მაგრამ პირველი ოთხეულის (ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონის) გადახედვისას, აშკარად უჩვეულო სურათი წარმოგვიდგება თვალწინ - ევერტონი, ასტონ ვილა, ლივერპული, ლესტერი.

სიტი მე-11 ადგილზეა, მანჩესტერი მეთხუტმეტეზე... თუმცა, სამშაბათს იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პარიზში ჩინებულად ითამაშა და პარი სენ-ჟერმენს დამსახურებულად მოუგო (2:1), მაგრამ ეს სხვა თემაა.

ლიდერ ევერტონზე უკვე ვწერდით. ახლა კი ასტონ ვილაზე ვთქვათ. დიდი ხანია ბირმინგემული კლუბი სინათლეზე აღარ გამოჩენილა. გასულ სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩა. ახლა კი უცებ...

 

Bournemouth and Aston Villa earn crucial wins over Brighton and Watford |  The Independent | The Independent

 

სხვათა შორის, მათ უმალ ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. ჩვენშიც. ძირითადად ეს იმ თაობის  ხალხია, ვისაც გასული საუკუნის 80-იანი წლების შესანიშნავი გუნდი ახსოვს, რომელიც ინგლისის ჩემპიონიც გახდა და ჩემპიონთა თასიც მოიგო. მწვრთნელი ტონი ბარტონი და გამორჩეული ფეხბურთლები: გარი შოუ, გორდონ კოუენსი, ტონი მორლი...

ნოსტალგიური ამბავიცაა.

დავუბრუნდეთ დღევანდელობას. ევერტონის ლიდერობას რაღაც ახსნა აქვს, ჯერ ერთი, ტოპ მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მიიყვანეს შარშან და ამბიციური პროექტი ჩააბარეს. ამ ზაფხულს რამდენიმე პირველხარისხოვანი მოთამაშეც იყდეს, თუნდაც ხამეს როდრიგესი რად ღირს. მაგრამ რატომაა ასტონ ვილა მეორე ადგილზე, ჯერჯერობით ძალიან უცნაურია. ცხადია, სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია და მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, მაგრამ ვცადოთ გავერკვეთ, რამ გამოიწვია ბირმინგემული კლუბის აღზევება. დროებითია ეს ამბავი, თუ კანონზომიერება.

 

Fulham 0-3 Aston Villa: Player Ratings as Villans Make it Two Wins from Two

 

გასულ სეზონში გუნდს ასე ახასიათებდნენ: ჯეკ გრილიში და დანარჩენები. გრილიში მართლაც მთავარი ფიგურაა გუნდში. მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა. გრილიშის გარდა სხვებიც გამოჩდნენ, ვისაც თამაშის შეცვლა და საკუთარ თავზე აღება შეუძლია.

ოლი უოტკისი, რომელმაც ლივერპულს ჰეთ-თრიქი შეუსრულა, ბირმინგენელებმა ზაფხულში იყიდეს 30 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში მას ჩემპიონშიფში 25 გოლი გაეტანა.

შესანიშნავ ფორმაშია მეკარე ემილიანო მარტინესი. ის რომ, ვილამ ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, მისი დიდი დამსახურებაცაა, მათ შორის შეფილდთან მოგერიებული თერთმეტმეტრიანი.

ჯონ მაკგინი ახალწვეული არ არის, მაგრამ ამჟამად იმ დონეზე ავიდა, რომელსაც მისგან გასულ სეზონში ელოდნენ. გონიერი, ტექნიკური შუახაზელი, რომელსაც დროულად შეუძლია შეტევებში ჩართვა, იერიშის მიმართულების შეცვლა და შედეგიანი პასის მიცემა, გავიხსენოთ მისი იდეალური პასი ლივერპულთან, რომელმაც გრილიში მერსისაიდელთა მეკარე ადრიანთან პირისპირ დატოვა.

 

Fulham vs Aston Villa: The side Dean Smith could pick to face Fulham and  the selection issues he face - Birmingham Live

 

30 სექტემბერს გუნდს ყოფილი ჩელსელი, როს ბარკლი შეუერთდა. კაცი, რომელსაც დრიბლინგით შეუძლია ბურთის მოწინააღმდეგის კარისკენ „გათრევა“ და ამ მონაცემით მხოლოდ გრილიშს ჩამორჩება.

ფაქტია, ახლანდელი ასტონ ვილა უწინდელზე უკეთესია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათმა ლიდერმა, გრილიშმაც საკუთარ თავს აჯობა. დღეს ის ერთობ მრავალმხრივი მოთამაშეა. ნაღდი წინამძღოლი. აკი ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახა გარეთ საუთგეიტმა.

დანარჩენს დრო გვიჩვენებს.