დღე მეორე - ჩემპიონმა დამაჯერებელი მოგებით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა. მეორე დღის დასკვნითი მატჩებიდან ყველაზე საინტერესო ბაიერნი - ატლეტიკოს დაპირისპირება იწვევდა. მოქმედმა ჩემპიონებმა მორიგი ბრწყინვალე ფეხბურთი გვიჩვენეს და მეტოქეს 4:0 მოუგეს. ბაიერნი მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდა და ანგარიში მატჩის მიმდინარეობას ასახავს. თითო გოლი ტოლისომ და გორეცკამ გაიტანეს, დუბლი კი კინგსლი კომანმა შეასრულა. 

 

სათქმელია, რომ მანუელ ნოიერმა კარიერაში მეორასე მშრალი მატჩი ჩაატარა.

 

 

დანარჩენი მატჩებიდან ინტერმა გლადბახთან 2:2 ითამაშა, იგივე ანგარიშით დასრულდა ზალცბურგისა და მოსკოვის ლოკომოტივის დაპირპსირება, ლივერპულმა ამსტერდამში აიაქსს 1:0 მოუგო, ამავე ანგარიშით მოუგო ოლიმპიაკოსმა მარსელს, სიტიმ პორტუ 3:1 დაამარცხა, ატალანტამ კი დანიაში მიტდიულანდი 4:0 გაანადგურა. 

 

 

 

 

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური 28-29 ოქტომბერს გაიმართება.