ნოლე საქმეს შეუდგა

ავსტრალიის ღია პირველობის 6-გზის ჩემპიონი,  მეორე წრეში ჟო-ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდება

მელბურნში დაწყებული ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბის მეტოქე, ამერიკელი მიტჩელ კრიუგერი იყო, რომელიც რეიტინგის 230-ე ჩოგანია. აბა, რა გასაკვირია, რომ ჯოკოვიჩი მას იოლად გაუსწორდა და სამ სეტში - 6:3, 6:2, 6:2 მოუგო.

 

დაპირისპირება 2 საათს გაგრძელდა და ნოლემ 6-6 ეისი და ბრეიქი შეასრულა. 

 

ავსტრალიის ღია პირველობის 6-გზის ჩემპიონი,  მეორე წრეში ჟო-ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდება. ნიშანდობლივია, რომ ჯოკოვიჩმა მელბურნში პირველად 2008 წელს იჩემპიონა და ფინალში სწორედ ცონგა დაამარცხა.