ლებრონის საუკეთესო იარაღი

ენტონი დევისმა ფლეი ოფში დაგლიჯა.

ენტონი დევისი ბოლო ფლეი ოფში მაჩეტე იყო. რომელიც ლებრონის გამოცდილ ხელში დაუნდობლად ტოვებდა გვამებს და შეუხორცებელ ჭრილობებს.

უფრო ბასრი, ვიდრე - დენი ტრეხოს ძველი, ცივი მეგობარი.

და, ენტონი დევისი ლებრონის ისტორიაში საუკეთესო თანაგუნდელია.

ერთადერთი, რომელიც რეგულარულის შედეგებით, პირველ ხუთეულში მოხვდა.

და, დევისმა ეს დაიმსახურა. და, ლებრონმა მიიღო იდეალური პარტნიორი.

გავიხსენოთ მისტერ ჯეიმსის ძველი მეგობრები.

დუეინ უეიდი. მაიამის ლეგენდა. მაიამის ისტორია. და, ჯეიმსთან ერთად უეიდის მაქსიმუმი მეორე ხუთეული (2010-2011) იყო. შემდეგ ორ სეზონში დუეინი მესამე ხუთეულის წევრი გახდა. საჩემპიონო რეგრესი.

კაირი ირვინგმა გოლდენ სტეიტი დამარხა. იმ, ერთი ზუსტი სამიანით. და, ერთი წლით ადრე (2014-2015) კაირი მესამე ხუთეულში შეიყვანეს.

ენტონი დევისი მონსტრია. იდეალური წყვილი.

დევისი და ლებრონი ტიტულის დასაცავად ემზადებიან. წამოიღებს.