ტოტენჰემს ქვა აღმართში დაეწია

ტოტენჰემი ლიგას დიდი დანაკლისით უბრუნდება

ჰარი კეინი ტრავმირებულია. პრემიერლიგის 22-ე ტურში, სადაც მანჩესტერმა ტოტენჰემი 1:0 დაამარცხა, დეზების გოლეადორმა ფეხის დაზიანება მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა.

 

მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ინგლისელ გოლეადორს არცთუ ისე ცოტა დრო გაუცდება. ამჟამად იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობს. ვარაუდობენ იმასაც, რომ მეათე ნომერმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი გამოტოვოს, სადაც ინგლისელები დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდებიან.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს კეინის თავს დიდი ამბებია ატეხილი. მისი გადაბირება ბარსელონასა და მადრიდის რეალს სურთ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ფეხბურთელს 350 მილიონ ფუნტად აფასებს.

 

მიმდინარე სეზონს კეინი საკმაოდ მაღალ დონეზე ატარებს. აგვისტოდან მოყოლებული მან 26 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

 

აქვე გეტყვით, რომ ლონდონელთა რიგებში ტრავმები ლუკას მოურას, ვანიამას, დემბელეს და დაიერს აწუხებთ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.