ლევან სალუქვაძე: ვან ბასტენი, დეტორი, დერიუგინი

ქართულ სპორტში გემოვნებით და გასაგებად საუბარი ხანდახან ჭირს. ლევან სალუქვაძე სათქმელს მარტივად და შენთვის ყველაზე გასაგებ ენაზე გეუბნება. და, ამ სიმარტივეშიც არის ის გემოვნება, რაზეც პირველ წინადადებაში ვთქვით.

ფეხბურთის გულშემატკივარი, თბილისის დინამოს და საქართველოს ნაკრების ყოფილი მენეჯერი, სპორტის მეგობარი, სიმართლის გასაგებად მთქმელი ჟურნალისტი - მოუსმინეთ უფროს კოლეგას, ახალგაზრდებო. ეს ჩემი მეგობრული რჩევაა. ისევე, როგორც ბიძინა ბარათაშვილთან, ლევანთან საუბარიც სასიამოვნოა. თითქოს, კარგა ხნის მონატრებულ ექსკურსიაზე ხელახლა მიდიხარ.

დღეს, ლევან სალუქვაძე ლევან სალუქვაძის სამ საყვარელ სპორტსმენზე გვესაუბრება.

და, წინასწარ გეტყვით, რომ ლევანის კერპებში ვერ შევიდნენ თბილისის დინამოს ოქროს გუნდის წევრები, რადგან ჩივაძის, გუცაევის, დარასელიას და მთლიანად, იმ გუნდის მოთამაშეების გამორჩევა ჩვენს დღევანდელ რესპოდენტს პირველ რიგში, გუნდად სურს. წავედით.

 

მარკო ვან ბასტენი (ფეხბურთი, სამჯერ მოიგო ოქროს ბურთი, 29 წლის ასაკში ყავარჯნების რეკლამირება დაიწყო)

ლევან სალუქვაძე: ვან ბასტენი ფეხბურთში ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია. საოცრად ტექნიკური, გამტანი, ელეგანტური. მის თამაშთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს. მოკლე კარიერაში ბევრი მოასწრო და სამწუხაროდ, ტრავმების გამო ადრე წავიდა. ცვლიდა მატჩის მსვლელობას. მართლაც, საოცარი მოთამაშე.

 

ფრენკი დეტორი (დოღი, დიდ ბრიტანეთში ბაზირებული იტალიელი, მილანელი, კარგი ბიჭი, უკეთესო ჟოკეი, ავიაკატასტროფაში გადარჩენილი)

ლევან სალუქვაძე: ძალიან დიდია თავის სახეობაში და საერთოდაც, ერთ-ერთი გემოვნებიანი ჟოკეი. სხვათა შორის, არის გამორჩეული პიროვნულადაც, რაც გულშემატკივრისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, არასწორი იქნება მისი ვინმესთან შედარება, რადგან სპორტის ეს სახეობა და ამ სახეობაში საუკეთესოები ზოგადად, უნიკალურები არიან.

 

ნიკოლოზ დერიუგინი (კალათბურთი, მსოფლიოს ჩემპიონი, მოუხელთებელი და აუტანელი თავის სახეობაში)

ლევან სალუქვაძე: დერიუგინი იყო სასწაული. როგორ ახერხებდა ეს კაცი, რომელსაც ჰქონდა მეჯიქ ჯონსონის სიმაღლე (206), ტკაჩენკოს და ბელოსტენის, არანორმალური ფიზიკური მონაცემების მქონე ცენტრების დაჩაგვრას?! დერიუგინმა დიდი როლი ითამაშა 1982 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრების გაჩემპიონებაში. მაშინ, ნაკრებმა კოლუმბიაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ლეგენდა. 

 

სალუქვაძე ამჯერადაც გასაგები და ორიგინალური იყო. ყოველთვის ასეა უკეთესი.