დიდი ცვლილებები ფორმულა 1-ში

ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონი დასასრულისკენ მიდის. მიმდინარე სეზონში სულ 7 გრან-პრი დარჩა.

 

შაბათ-კვირას რიგით მე-12 რბოლა ჩატარდება. ჩემპიონობისთვის მებრძოლთა შორის პირველ ადგილას ლუის ჰემილტონია 230 ქულით და უახლოეს მდევარს, ვალტერი ბოტასს 69 ქულით უგებს.

 

პორტუგალიის გრან-პრიზე, მერსედესის ბრიტანელ მრბოლელს აქვს შანსი რომ დაამხოს ლეგენდარული მიხაელ შუმახერის რეკორდი, ყველაზე მეტი მოგებული რბოლა. ამჟამად ორივე მათგანს 91 გამარჯვება აქვს. აღსანიშნავია ისიც რომ ლუისმა რეკორდის გამეორება გასულ, გერმანიის გრან-პრიზე მოახერხა. 

 

ასევე დღეს გახდა ცნობილი რომ დიდი ცვლილებები იგეგმება რამდენიმე გუნდში. Haas-ის მრბოლელებმა, რომან გროჟანმა და მარკუს ერიქსონმა, განაცხადეს რომ მომავალი წლიდან გუნდს დატოვებენ. იტალიური გუნდი მომდევნო სეზონისთვის უკვე ეძებს შემცვლელებს. კანდიდატებად მოქმედი ფორმულა 1-ის მრბოლელები, მექსიკელი სერხიო პერესი და გერმანელი ნიკო ჰიულკემბერგი განიხილებიან. ასევე არის ვარიანტები ფორმულა 2-დან. გერმანელი მიკ შუმახერი, რუსი რობერტ შვარცმანი, ბრიტანელი კალუმ აილოტი და კიდევ ერთი რუსი ნიკიტა მაზეპინი. 

 

2021 წლის სეზონში გუნდებს შეიცვლიან სებასტიან ფეტელი, რომელიც Racing Point-ის რიგებში გამოვა. ფერარიში კი ესპანელი კარლოს საინცი მივა, რომლის ადგილსაც მაკლარენში ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო დაიკავებს. ავსტრალიელს რენოში კი ლეგენდარული ესპანელი მრბოლელი, ფერნანდო ალონსო ჩაანაცვლებს.

კაკი ყიფშიძე 22 ოქტომბერი 2020 -22:44