დენვერის ბილი

კლიპერსი ფლეი ოფში დენვერმა დაკუჭა. 1:3-დან დაკუჭა. კუთხეში დააყენა. და, დენვერი ლეიკერსისთვის არასაკმარისად კარგი, ღრმა, საშიში იყო.

ნიკოლა იოკიჩი მიამტვრია ნიჭით ენტონი დევისმა და ლებრონ ჯეიმსი იყო თანოსი. ნუ, როგორც ყველასთან.

დენვერი აკვირდება თავისუფალი აგენტების ბაზარს და დენვერმა ერთი კარგი ბიჭი აარჩია.

ბრედლი ბილი.

და, თუ ნაგეთსის ბოსები მოლაპარაკებას ბოლომდე მიიყვანენ, საინტერესო გაცვლას მივიღებთ.

 

დენვერში: ბრედლი ბილი.

ვაშინგტონში: მაიკლ პორტერი, გარი ჰარისი, 2020 წლის დრაფტის 22 არჩევანი, 2022 წლის დრაფტის TOP 10-ის გარანტირებული არჩევანი.

 

მომდევნო სამ სეზონში დენვერის სახელფასო ამბებში ყველაფერი გადანაწილებულია. იოკიჩი და ჯამალ მარი ამ პერიოდში საშუალოდ 30-30 მილიონზე ზიან. სილიდური კუშია. და, ჯამალს აქვს ოფცია, რომელიც მას 2023-2024 წლებში 35.9 მილიონს დაუტოვებს. ეს, გუნდმაც უნდა მოინდომოს.

დენვერი აღარ არის იმედისმომცემი გუნდი. დენვერი რეალური ძალაა. რომელიც ამ სეზონში ჩემპიონობისთვის იომებს. ფავორიტი ლეიკერსია, შემდეგ, მაინც კლიპერსი იდგება და მესამეზე ზის ნაგეთსი.

პორტერი აქ ყველაზე სარისკო თემაა. და, რისკავს ყველა. დენვერი მიდის რისკზე, რადგან პორტერი შეიძლება ვარსკვლავი გახდეს და, როდესაც ეს მოხდება, დენვერი მინუსში იქნება. ვაშინგტონი რისკავს, რადგან პორტერი დღეს ახალბედას კონტრაქტზეა, მაგრამ როდესაც მოუმატებს და თავისუფალი აგენტი გახდება, დიდი ალბათობით, უიზარდსში არ დარჩება.

ბილი ვარსკვლავია. 30.5 ქულა. კლასიკა. ბილს ორი, სამი კაცი იჭერდა და ბიჭმა მაინც შეასრულა, აკრიფა, დაგლიჯა. ბილი იყო მთელი გუნდი.

და, დენვერში, სადაც ყველა დროის საუკეთესო მეპასე ცენტრია (ბილ უოლტონის შემდეგ), ბილს მეტი უკეთესი სროლა ექნება. ბილი აქ დაისვენებს.

და, ამ სვლით მოიგებს ვაშინგტონიც. ჯონ უოლის კონტრაქტი ხელუხლებელია. უოლი ვაშინგტონში მოკვდება. და, ჯონს ბილის გაცვლის შემდეგ დასჭირდება ნიჭიერი ჩამდგები. ისეთი, როგორიც - მისტერ პორტერი.

პორტერი მომავალია, რომელიც შეიძლება, შემდეგ სეზონშივე ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე გახდეს. პორტერი ნიჭია, მაგრამ თუ ბიჭმა დაცვაში არ მოუამტა, მისი ფასი ბევრად არ გაიზრდება. ეს პორტერმაც იცის.

მაგარი გაცვლა იგეგმება.

უნდა გაასწოროს. და, ჰარისიც კარგი ბიჭია, რამე რო იყოს.