კლიპერსი და ტრისტანი

კარგ, მშვიდ სამყაროში ივიცა ზუბაცი ნებისმიერ გუნდში დარჩებოდა. ახალგაზრდა, პროგრესირებადი ცენტრი, რომელიც სწრაფად სწავლობს და უკვე საკმაოდ კარგია.

მაგრამ საკმაოდ კარგი ხანდახან არასაკმარისი არგუმენტია. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ კლიპერსზე.

გუნდზე, რომელიც იგებს და მოსაგებს მაინც აგებს. გუნდი, რომელიც ჯერ ვერც კავაი ლეონარდმა ვერ შეცვალა. და, გუნდს დენვერთან წაგებულ სერიაში აკლდა ხასიათი, ზიზღი, აგრესია.

ის თვისებები, რაც ტაირონ ლიუს აზრით, აქვს...

ტრისტან ტომფსონს.

რომელიც ლიუს მაგრად მოსწონს და შანსია, რომ კლივლენდმა და კლიპერსმა ცენტრები გაცვალონ.

მონტრეზლ ჰარელი თავისუფალი აგენტია და ალბათ, არ დაბრუნდება კლიპერსში. ზუბაცი პერსპექტივაა, მაგრამ ეს კლიპერსი მომენტალურ შედეგზე გათვლილი პროექტია.

და, ლიუს გაახსენდა ტრისტანი. ვეტერანი ცენტრი, რომელიც დღესაც ძალიან კარგია.

რომელმაც კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. 12.0 ქულა, 10.1 მოხსნა, თითქმის ერთი დაფარება 30.2 წუთში. კლიპერსი ამ სტატისტიკას სიამოვნებით მიიღებს.

და, კლივლენდი აიყვანს ცენტრს, რომელიც გუნდს მომავალში ბევრს მისცემს.

ზუბაცს მომდევნო სამ სეზონში მხოლოდ 22 მილიონი აქვს ასაღები და კლივლენდისთვის ეს მშვენიერი ვარიანტია.

გაცვლა, რომელიც ორივე მხარეს აწყობს.

ჩავარტყათ და ეგ არის, ბიჭებო.