სკანდალი ხაბიბის წონის გარშემო

UFC 254-ის ფარგლებში დღეს დილით აწონვები გაიმართა, სადაც წონას აფიქსირებდნენ ღონისძიებაში მონაწილე მებრძოლები. პირველი სასწორზე გამოცხადდა ხაბიბი და წონის დაფიქსირების შემდეგ უჩვეულო შვება დაეუფლა სახეზე, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თუ რატომ გაუხარდა ხაბიბს ასე წონის დაფიქსირება. 

 

ჟურნალისტმა, რომელიც წარსულში UFC-ის უამრავი მებრძოლის მწვრთნელი იყო, წარმოადგინა ვიდეო სადაც ნათლად ჩანს, რომ ინსპექტორი, რომელსაც ევალებოდა ხაბიბის აწონვა, არ ასრულებს მის მოვალეობას კეთილსინდისიერად და მიუხედავად იმისა რომ სასწორი არ აჩვენებდა ზუსტ წონას, მაინც გამოაცხადა ხაბიბის ოფიციალური წონა, 155 პაუნდი. 

 

კაკი ყიფშიძე 24 ოქტომბერი 2020 -00:39