ლებრონი იყო მაიამი

2011. მაიამი ჰიტმა დუეინ უეიდთან ერთად აუშვა კრის ბოში და მეფე.

ლებრონ ჯეიმსი ეიკრონიდან ფლორიდაში გადადის. პატ რაილის ანსამბლში. სადაც ჯეიმსი წააგებს პირველ სეზონში ფინალს და შემდეგ ორ გარბენსაც ფინალით დახურავს. უკვე, მოგებული ფინალით.

და, იმ, პირველ სეზონში იყო სერია ჩიკაგოსთან, როდესაც კალათბურთმა რეალური მეფე გაიცნო.

სიმბოლურია, არა? მეფე გავიცანით სერიით იმ გუნდთან, სადაც ღმერთი თამაშობდა?

ჩიკაგო იმ რეგულარულში დომინირებდა. 62:20, საკუთარი დარბაზის უპირატესობა ყველა წრეში. მათ შორის, მაიამისთან, კონფერენციის ფინალში.

ბულზმა მოიგო სერიის პირველი გარჩევა 103:82 და იმ მატჩში მაიამი იყო მორიდებული, ერთფეროვანი, სუსტი. იმ მატჩში ლებრონმა მხოლოდ 15 ქულა დააგროვა და 4 შეცდომა დაუშვა.

და, შემდეგი დაპირისპირებიდან ლებრონმა დაიწყო.

 

29 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და სადისტური დაცვა დერიკ როუზზე (იმ სეზონის MVP). მაიამიმ მოიგო 85:75 და როუზმა 23 სროლიდან მხოლოდ 7 გამოიყენა. ლებრონი დომინირებდა.

22 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 0 (!!!) შეცდომა. 96:85 ჰიტის. და, როუზმა, რომელსაც ამჯერადაც ლებრონმა მიხედა, 19 სროლიდან 11 სხვაგან გაუშვა. დომინაცია.

35 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება და 101:93 დამატებით დროში. ლებრონმა ოვერთაიმში 6 ქულა აკრიფა, როუზმა 27 სროლიდან 19 ვერ ჩააგდო და ჯეიმსმა დაგლიჯა. სერიაში 3:1 გახდა.

მეხუთე ტესტი. ლებრონი 28 ქულით, 11 მოხსნით, 6 პასით, 2 ჩაჭრით და 2 დაფარებით აფეთქდა და ბოლო მეოთხედში 12 ქულა დასვა. მაიამიმ ბოლო 6 წუთში მინუს 12 დაქაჩა და მოსაგები მოიგო. 83:80. სერია 4:1 დაიხურა.

 

ის მაიამი ჯერ არ იყო მანქანა, რომელიც შემდეგი სეზონიდან დაშლის მთელ ლიგას. ის მაიამი ჯერ იწყობოდა. ლებრონმა მორიდებულად ჩაატარა ფინალი საოცარ დალასთან და მეფე დაბრუნდება.

მანამდე, იყო ეს სერია ბულზთან, რომელშიც ჯეიმსმა დაამტვრია მოქმედი MVP და კალათბურთს თვალი ჩაუკრა.

ლებრონი იწყებდა დიდ გზას. რომელიც დღესაც არ დასრულებულა.