ნუ გვაბოლებ, დაგვაბოლე!

სიეტლში ყველაზე მაგარი მოსაწევი გაიყიდება.

და, მარიახუანას შემოგთავაზებთ სიეტლ სუპერსონიქსის ლეგენდარული ფორვარდი შონ კემპი. გაასწორებს. ასე იძახის კემპი.

„ეს კომპანია სიეტლის მოსახლეობას, ყველა ასაკის მომხმარებელს საუკეთესო მოსაწევით მოამარაგებს. ჩვენთან მაგარ დროს გაატარებთ. შეგიძლიათ დააგემოვნოთ მოსაწევი აქვე, მაღაზიაში და შეიძინოთ ზუსტად ის რაოდენობა, რაც მოგინდებათ. ჩვენთან არ იქნება შეზღუდვები. მეტ შონლეინის და რემსი ჰემიდის სახით მყავს საუკეთესო პარტნიორები. ვამაყობ, რომ სიეტლში ეს მაღაზია იხსნება“, - ნათქვამია შონის განცხადებაში.

მაღაზია სიეტლის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, Climate Pledge Arena-ს და  Space Needle-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იხსნება.

გახსნაზე შონმა დაუძახა კიდევ ერთ ლეგენდას, გარი პეიტონს.

კარიერის დიდი ნაწილი პეიტონი ამარაგებდა შონს ელეგანტური პასებით. დღეს, კემპი გარის საუკეთესო მოსაწევით გაუმასპინძლდება.

კემპთან მხოლოდ საუკეთესო გაიყიდება. შონი არ გავბოლებს.

ის დაგვაბოლებს.