"სერბი სერბს ყველაფერს აპატიებს... წარმატების გარდა"

რეალის ფორვარდი ლუკა იოვიჩი სულ პრობლემებშია. მიზეზი ადრინდელია: 19 მარტს იოვიჩმა ბელგრადში ყოფნისას კარანტინის წესები დაარღვია... თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ წესების შესახებ არაფერი იცოდა და 30 000 დოლარი გადაიხადა, მაგრამ ამით საქმე არ დასრულებულა. ბელგრადის პროკურატურამ საქმე აღძრა რეალის ფეხბურთელის მიმართ. იოვიჩს 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება.

 

ფეხბურთელის მამამ, მილან იოვიჩმა განაცხადა, რომ ლუკასი ბევრს შურს და მიზანმიმართულად ებრძვიან:

 

"რა უნდა ვთქვა ამის შემდეგ? ყველაფერზე რომ ავლაპარაკდე, ბევრი სერბი მაღალჩინოსანი წავა იქ, სადაც ჩემი შვილის გაშვება სურთ - ანუ, ციხეში. ლუკას მიმართ ასეთი მიდგომა არ მიკვირს. სამწუხაროდ, სერბი სერბს ყველაფერს აპატიებს წარმატების გარდა".