არმაზმა პირველად მოიგო

არმაზი-არესი 26:14


არმაზი:  2ლ - დვალიშვილი, მატკავა. 4ს,2გ - ჯინჭველაშვილი.


სინბინი: წიკალური


არესი:  ლ - ცხადაძე. 3ს - აბაშიძე


მსაჯი: ირაკლი ჭანუყვაძე

 

ლიდერბეთი დიდი 10-ის გათამაშების მე-3 ტურში მარნეულის არმაზმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მარნეულელები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დებიუტანტს, ქუთაისის არესს დაუპირისპირდნენ და 26:14 დაამრცხეს.

 

ქუთათურების პირველი ტაიმის 38-ე წუთამდე 8:6 იგებდნენ. თუმცა, არმაზმა ლელოს გატანა შეძლო, რაზეც არესმა მხოლოდ საჯარიოთი უპასუხა და ტაიმი ორი ქულის სხვაობით 13:11 მოიგო.

 

 

შესვენების შემდეგ არმაზის უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა. ქუთაისურმა გუნდმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლო, მაშინ, როცა არმაზმა მონაგარს 13 ქულა მიუმატა.

 

ლიდერბეთი დიდი 10-ის რჩეული კი, არმაზის ცხრა ნომერი ლუკა დვალიშვილი გახდა.