არმაზი-არესი 26:14
არმაზი: 2ლ - დვალიშვილი, მატკავა. 4ს,2გ - ჯინჭველაშვილი.
სინბინი: წიკალური
არესი: ლ - ცხადაძე. 3ს - აბაშიძე
მსაჯი: ირაკლი ჭანუყვაძე
ლიდერბეთი დიდი 10-ის გათამაშების მე-3 ტურში მარნეულის არმაზმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მარნეულელები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დებიუტანტს, ქუთაისის არესს დაუპირისპირდნენ და 26:14 დაამრცხეს.
ქუთათურების პირველი ტაიმის 38-ე წუთამდე 8:6 იგებდნენ. თუმცა, არმაზმა ლელოს გატანა შეძლო, რაზეც არესმა მხოლოდ საჯარიოთი უპასუხა და ტაიმი ორი ქულის სხვაობით 13:11 მოიგო.
შესვენების შემდეგ არმაზის უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა. ქუთაისურმა გუნდმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლო, მაშინ, როცა არმაზმა მონაგარს 13 ქულა მიუმატა.
ლიდერბეთი დიდი 10-ის რჩეული კი, არმაზის ცხრა ნომერი ლუკა დვალიშვილი გახდა.