ირლანდია-იტალია 50:17

ექვსი ერის გათამაშების გადატანილ, მეოთხე ტურის მატჩში ირლანდიის ნაკრებმა იტალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 50:17 დაამარცხა.

 

პირველი ნახევარი ირლანდიელებმა 24:3 მოიგეს. სამყურებს ხელი მეტოქისთვის არც მეორე ტაიმში დაუკლიათ და მეტოქეს ჯამში შვიდი ლელო გაუტანეს.

 

მატჩის სათამაშო დრო უკვე გაწითლებული იყო, როცა ირლანდიელები 50:10 იგებდნენ. არბიტრმა თამაში არ დაასრულა. იტალიელებმა მეტოქის (რომელიც უკვე გონებით გასახდელში იყო და გამარჯვებას ზეიმობდა) რამდენიმე შეცდომა გამოიყენეს და ლელო გაიტანეს. ასე გადაურჩა სკუადრა აძურა 40 ქულით წაგებას.

 

სამყურებმა, ცხადია, საპრემიო ქულაც მიითვალეს და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

 

V ტური

31ოქტომბერი


საფრანგეთი-ირლანდია

 

იტალია-ინგლისი

 

უელსი-შოტლანდია

 

სატურნირო მდგომარეობა


1. ირლანდია - 14 ქულა, 2. ინგლისი - 13, 3. საფრანგეთი - 13, 4. შოტლანდია - 10, 5. უელსი - 7, 6. იტალია - 0