უეფამ ჩელსის განაჩენი გამოუტანა

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია არისტოკრატებს დასჯის 

 

უეფამ ჩელსის წინააღმდეგ წარმოებული საქმე გახსნა. BBC-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის გულშემატკივრები ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, 13 დეკემბერს მოლ ვიდისთან გამართულ შეხვედრაში (2:2) უდისციპლინოდ მოიქცნენ.

 

მატჩის მიმდინარეობისას არისტოკრატთა ქომაგები რასისტული ფრაზებითა და შეძახილებით გამოირჩეოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამოძიება აწარმოა და განაჩენიც გამოიტანა, რომელსაც 28 თებერვალს გამოაცხადებს.

 

მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელი კლუბის ხელმძღვანელებმა ქომაგები გააკრიტიკეს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

 

ლურჯებმა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი 16 ქულით და პირველი ადგილით დაასრულეს, 1/16-ფინალში კი შვედურ მალმიოს დაუპირისპირდება.