ლუკა მოდრიჩი: ტოტენჰემში დასაბრუნებლად ასაკში ვარ

რეალის ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს ბლანკოსთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. აქედან გამომდინარე გახშირდა საუბრები მისი ამა თუ იმ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით. ტაბლოიდები ერთერთ ვარიანტად მოდრიჩის ტოტენჰემში დაბრუნებასაც განიხილავენ, რაზეც გამოცდილმა ფეხბურთელმა ისაუბრა. 

 

"ასაკში ვარ იმისთვის, რომ ტოტენჰემში დავბრუნდე. რეალში კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს, შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. 

 

თავს კარგად ვგრძნობ და კიდევ რამდენიმე წელი მსურს ფეხბურთის თამაში. დრო გვიჩვენებს იმას თუ სად გავაგრძელებ კარიერას, ამჟამად მხოლოდ რეალზე ვარ კონცენტრირებული".-განაცხადა ხორვატმა. 

 

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი რეალში 2012 წელს სწორედ ტოტენჰემიდან გადავიდა. დეზების გარდა მისი სახელი ინტერს და მილანსაც დაუკავშირეს