ჯიჯი დონარუმას კორონა ვირუსი დაუდასტურდა

სერია ა-ს მორიგი კალენდარული ტურის წინ ჩატარებული კოვიდ ტესტირების შედეგების მიხედვით მილანელთა კარის დარაჯს კორონა ვირუსი დაუდასტურა და მისი ტესტის პასუხი დადებითია. მეხუთე ტურის დასკვნით შეხვედრაში "სან-სიროზე" მილანი დედაქალაქურ "რომას" დაუპირისპირდება, დონარუმას აღნიშნული შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, ფეხბურთელი უკვე იზოლირებულია და სამკურნალო კურსს გადის.

 

4 ტურის შემდეგ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატს 12 ქულით "მილანი" ლიდერობს, "რომას" ანგარიშზე კი 7 ქულაა, დედაქალაქელები სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციას იკავებენ.

giorgi ratiani 26 ოქტომბერი 2020 -15:13