რატომ მოიგო ხაბიბმა ყველა ორთაბრძოლა? - დიაზის აზრით...

UFC-ის გულშემატკივრებს ნეით დიასი ძალიან უყვართ. მიზეზები გასაგებია, ქარიზმატულ ტიპაჟთან ერთად, სანახაობრივად ჩხუბობს, საოცრად ამტანია და ორთაბრძოლისას რაც მეტი სისხლი იღვრება, ის უფრო სახიფათო ხდება. 

 

გეიჯისთან ხაბიბმა 29-ე გამარჯვება მოიპოვა, ხელთათმანები ოქტაგონზე დაყარა და სპორტიდან დაუმარცხებლად წავიდა. მან თქვა, რომ მამამისის გარეშე UFC-ში აღარაფერი ესაქმება. როდესაც მთელი სამყარო კავკასიელ მებრძოლს უთანაგრძნობდა, ნეიტ დიასი პორიეს, გეიჯისა და მაკგრეგორის ჯიუ ჯიცუს უნარებით უკმაყოფილო დარჩა. მისი თქმით, ასე ხაბიბი ვერასდროს დაამარცხებდა. 

 

გასაკვირი ფაქტია, რომ ნურმაგომედოვზე ასე ის კაცი ლაპარაკობს, რომელსაც წაგებათა გრაფაში ორნიშნა (12) ციფრი უწერია.