ბლინდის გული

აიაქსის მცველმა დეილი ბლინდმა თავის ჯანმრთელობაზე ისაუბრა. 2019 წლის დეკემბერში ბლინდი მოედანზე შეუძლოდ გახდა. გულის პრობლემები... მიოკარდიტი.

 

იმკურნალა და ერთ თვეში კარიერა გააგრძელა. აგვისტოში, ჰერტასთან ამხანაგური მატჩის დროს გული ისევ ასტკივდა და შესაცვლელი გახდა. მერე კიდევ დასჭირდა ექიმების ჩარევა.

 

„თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ აიაქსში ვთამაშობ. გულის პრობლემები? ეს არაა მარტივი, ფსიქოლოგიური წნეხი ახლავს და უნდა გადაიტანო. მადლობა კლუბს, ოჯახს და მეგობრებს, რომ დამეხმარნენ. ახლა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც კარგად ვგრძნობ თავს“.

 

ბლინდის აიაქსი დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ატალანტას ეთამაშება.