გიორგი ცინცაძე ყველაზე ყველაზეა!

ბუმ დაგლიჯა და ბუ საუკეთესოდ დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების წევრის, გიორგი ცინცაძის პასი ყველაზე მკვლელია! ბუმ გადაუჯოკრა ფაკუნდო კამპაცოს და არგენტინელი ამ ამბებში სხვებს უჯოკრავს. ძირითადად, უჯოკრავს. ამ შემთხვევის გარდა.

FIBA-ს გამოკითხვაში ცინცაძე ყველაზე ეფექტური ასისტენტი გახდა. წამოიღო. 

2015. ლიტვასთან ცინცაძემ ელეგანტური გადაცემა გაუკეთა მანუჩარ მარკოიშვილს, ჩვენმა ვეტერანმა ჩააგდო და ამან წამოიღო.

ლიტვასთან ის გარჩევა ვერ ავიღეთ, მაგრამ ბუმ შეასრულა. და, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო პირველი ნომერი ძირითადად, ასრულებდა. და, ცინცაძე კარგი იყო მთქმელ, საინტერესო ეპიზოდებში. ეს ცინცაძის სტილი გახდა.

დღეს, ბუს დონის გამთამაშებელი არ გვყავს. დღეს, ბუს დონის გამთამაშებელი ევროპაშიც ცოტა დარჩა. უფრო, მექანიკური ტიპები დარბიან, რომლებიც მწვრთნელის სიტყვით თამაშობენ და იმპროვიზაციით არ იღლებიან.

ცინცაძე ფატნაზია და ზღაპარი იყო. ის, რაც დღეს მაგარ დეფიციტშია.

საქართველოს ნაკრებს ბუს დროს ყველაზე მაგარი თაობა ჰყავდა. იმ თაობამ ბევრი მოგვცა და ბევრიც ვერ მოგვცა.

და, იმ ნაკრების ორკესტრატორი, ქვინსი ჯონსი ყოველთვის გიორგი ცინცაძე იყო. ბევრ ძლიერ მოთამაშეს ერთი დირიჟორი აბალანსებს.

ეს დირიჟორი იყო ცინცაძე.

არა მხოლოდ ეს, კამპაცოსთან მოგებული გამოკითხვა, გიორგის ბევრი სხვა საინტერესო გარჩევა ჰქონდა მოგებული.

და, მთელი ამ კარიერის გამო, საქართველო ცინცაძეს ეუბნება,

მადლობა, ბუ!

რომ ამდენი ხანი დაფრინავდი.