ზინედინ ზიდანი: ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 ქულა აქვს. შახტართან მარცხის შემდეგ გუნდი გლადბახს დაუპირისპირდა და 2:2 ითამაშა. ბლანკოსი დიდი ხნის მანძილზე აგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე 2 ბურთი შეაგდო. 

 

მატჩის შემდეგ მედიასთან ზინედინ ზიდანმა ისაუბრა და თქვა, რომ შედეგით უკმაყოფილოა, თუმცა მისი ფეხბურთელებით ამაყობს. 

 

"ჩვენ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ, ამიტომ ფრე არ შეიძლება დადებით შედეგად ჩაითვალოს. ბოლო წუთებში ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინეთ და 2 გოლი გავიტანეთ, ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ."-განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა. 

 

რეალს ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 1 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, შემდეგ ტურში კი ინტერს დაუპირისპირდება.