დეტროიტი სისხლში გახრჩობდა

2004 წლის 3 მაისს დეტროიტმა დამარხა ნიუ ჯერსი.

კარგმა დეტროიტმა მოკლა, ნაწილებად დაჭრა და, შემდეგ დამარხა ნეთსი. კარგი მოთამაშეების ნეთსი.

 

78:56. და, ჩვენ ფლეი ოფის მეორე წრეზე, აღმოსავლეთის ნახევარფინალზე ვსაუბრობთ.

 

ის დეტროიტი იწყებდა მინი-დინასტიას. იმ დეტროიტში უკვე იდგნენ ჩონსი ბილაფსი, რიჩარდ ჰამილტონი და ტაიშონ პრინსი (ალბათ, იმ პერიოდის ყველაზე დაუფასებელი დამცველი). იმ დეტროიტმა აუშვა ბენ უოლასი და იმ დეტროიტმა დაიმატა რეგულარულში რაშიდ უოლასი.

ის დეტროიტი იყო მანქანა, რომელიც ძვლებში გამტვრევდა და შენს შემდეგ რჩებოდა მოგონება. ხანდახან, პისტონზი იმ მოგონებების მფარველსაც მარხავდა.

დეტროიტი ამ სერიაში ფავორიტი იყო, მაგრამ ნიუ ჯერსი მაგრად შეასკდა პისტონზს. ჯეისონ კიდის ბანდა ზედიზედ ორჯერ გადიოდა ფინალში. კი, იქ მშვიდად აგებდა (ლეიკერსთან და სან ანტონიოსთან), მაგრამ ფინალი მაინც მთქმელი თემა იყო.

და, ამ სერიაში დეტროიტს  7 მატჩის ჩატარება დასჭირდა. საბოლოოდ, სადისტების ბანდამ მოიგო და ჩემპიონიც გახდა. ფინალში პისტონზმა აჩეხა შაკის, კობი ბრაიანტის, კარლ მელოუნის და გარი პეიტონის ლეიკერსი. 4:1.

და, ეს თამაში, ნიუ ჯერსისთან იყო საილენთ ჰილი. ადგილი, სადაც მიდიხარ, რომ დაგივიწყონ.

და, ჩვენ ნიუ ჯერსის ლიდერები გავიხსენოთ. იმ მატჩში.

კიდი - 9 ქულა, 6 პასი, 5/1 სამიანი.

რიჩარდ ჯეფერსონი - 8 ქულა, 12/1 თამაშიდან და 5 ფოლი.

კენიონ მარტინი - 11 ქულა, 5 ფოლი. ამან კიდევ იყომარა.

კერი კიტლზი - 15 ქულა, 4 ფოლი. ცუდი არ იყო.

როდნი როჯერსი - 6/0 (!) თამაშიდან, 1 ქულა. მკვდარი.

ჯეისონ კოლინზი (ლიდერი არ იყო, მაგრამ - მაინც) – 0 ქულა, 5 ფოლი.

დეტროიტმა იმ ერთ კონკრეტულ ჩეხვაში ნიუ ჯერსის ყველა ფერი და ყველაფერი წაართვა.

მიცვალებული კიდევ გაივლის, მაგრამ სერია მაინც დეტროიტს დარჩა.