ბენზემა: არ მისცე პასი ვინიციუსს

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მადრიდის რეალი გლადბახს ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი მარკუს ტურამმა შეასრულა, რეალიდან კი თითო ბურთი კარიმ ბენზემამ და კაზემირომ შეაგდეს. 

 

შეხვედრის შემდეგ მალევე გავრცელდა კადრები, სადაც კარგად სჩანს, რომ შესვენებისას კარიმ ბენზემა თანამემამულე ფერლან მენდის ფრანგულად ესაუბრება და სთხოვს, რომ ვინიციუსს პასი აღარ გაუკეთოს, რადგან აშკარად ცუდად თამაშობს. 

 

"ის იმას აკეთებს, რაც სურს. აღარ მისცე პასი ვინიციუსს, ჯუნიორი თავისთვის თამაშობს"-უთხრა ბენზემამ თანამემამულეს.

 

 

მეორე ნახევარში აღარც თავად კარიმი უკეთებდა გადაცემას ბრაზილიელ შემტევს. პირველ ტაიმში თუ სამჯერ მისცა მას პასი, მეორე ნახევარში ერთი გადაცემაც არ გაუკეთებია გარემარბისთვის.